სიახლეები
საქართველოს მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 25 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №826). მოსარჩელე ითხოვს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ ეკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში. მას მიაჩნია, რომ ამგვარად უგულებელყოფილია სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწაემეობასა და კონკურენციის განვითარებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.