სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი სტუმრად საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ და სასამართლოს წევრებმა უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბათუმში ყოფნისას ყოველთვის სტუმრობს სასამართლოს ამ ინსტიტუტის პატივისცემის ნიშნად. შეხვედრაზე მხარეებმა  საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო რეფორმის დოკუმენტის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხება.  დღევანდელი სტუმრობა პრეზიდენტის კამპანიას ,,კონსტიტუცია ყველასია'' უკავშირდება, სწორედ კამპანიის ფარგლებში მოისმინა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მოსაზრებები.