სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის 107-ე პლენარულ სხდომას ესწრება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის მიწვევით კომისიის 107-ე პლენარულ სხდომას ესწრება, რომელიც 10-11 ივნისს გაიმართება. სესიაზე განსახილველ საკითხთა შორისაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებები და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა. გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომისიის წინაშე 11 ივნისს ისაუბრებს.