სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება # 614 და #616 საკონსტიტუციო სარჩელების არსებითი განხილვა

ა.წ.  18 მაისს  15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება შემდეგი კონსტიტუციური  სარჩელების არსებითი განხილვა:

მოსარჩელე -  „გიგა ბარათაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“ (N614)  და  „კარინე შახპაროიანი   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“ (N616). დავის საგანია   „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“  საქართველოს თავდაცვის მინისტრის N583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი  და  „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის  582-ე  ბრძანების მე-13  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი.