სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ეწვია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი სტუმრობდა. იოჰანეს დუმამ შეხვედრა გიორგი პაპუაშვილთან გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო შესაძლო ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ელჩი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის საკითხითა და სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ეს ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.