სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა და აპარატის თანამშრომლებმა ფინანსური დონაცია განახორციელეს საქართველოში უკრაინის საელჩოს სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე (ანგარიშის ნომერი: GE55BG0000000533509811 მიმღები ბანკი: სს "საქართველოს ბანკი").
უკრაინელი ხალხის სიმამაცე, სიმტკიცე და თავდადება რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის უპრეცედენტო მასშტაბის ფონზე იწვევს საყოველთაო სოლიდარობას. ვიმედოვნებთ, ომის მიმდინარე ტრაგედია მალე დასრულდება და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინა, ერთიანი ძალისხმევით შეძლებს კიდევ უფრო ძლიერ, დამოუკიდებელ, ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნას.