სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო მიღებას დაესწრო
24 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო მიღებასა და კონცერტს დაესწრო, რომელიც რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.