სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში ბათუმის მე-15 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრება, რომელიც 14-15 ივნისს მიმდინარეობს

კონფერენცია იმართება საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ეძღვნება ევროკავშირსა და მის სამეზობლოში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, მათ შორის, ბრიუსელის სამიტის შემდეგ ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. ასევე ყურადღება გამახვილდება ეკონომიკურ საკითხებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებაზე, სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნებზე, ენერგეტიკულ პროექტებზე, ბიზნესის განვითარებისა და სექტორული თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.
კონფერენციას გახსნიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი - მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის - თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, ევროკავშირის კანდიდატი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.