სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

11 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ, სასამართლოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელსაც სამართლის სპეციალობის 40-მდე სტუდენტი ესწრებოდა, სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ისაუბრა. ზაზა თავაძემ ახალგაზრდებს გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების სპეციფიკა; მიმოიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორია და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს. ახალგაზრდებმა საჯარო ლექციის გარდა დაათვალიერეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა, ნახეს სხდომათა და მეფეთა დარბაზები. ვიზიტის ინიციატორი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ("ELSA Batumi" The European Law Student's Association) წარმომადგენლობა იყო.