სიახლეები

1921 წლის კონსტიტუციის მიღების იუბილესადმი გამართული ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და სასამართლოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მიღების იუბილესადმი გამართულ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა პირველი კონსტიტუციის, როგორც ისტორიულ-პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივ მნიშვნელობაზე. მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა კრებულის „პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“ ავტორებს: მინდია უგრეხელიძეს და ბექა ქანთარიას, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კონსტიტუციონალისტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები.