სიახლეები
2017 წლის 4 მაისს 10:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის N770 არსებითი განხილვის სხდომა
2017 წლის 4 მაისს 10:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის N770 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არსებითი განხილვის სხდომა.
საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს პირადი მოხმარების მიზნისთვის მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, აგრეთვე მოხმარების გამო (გარდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანისა) სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ან სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პატივისა და ღირსების უფლებასთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სანქცია არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ზედმეტად მკაცრია და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.