სიახლეები

ხვალ, 9 თებერვალს, 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციურ სარჩელზე N622

ხვალ, 9 თებერვალს, 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელე მოითხოვდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში მუდმივად შენახვის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით.