სიახლეები

N740 და N764 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 7 ივნისს დანიშნული სხდომა, რომელზეც დაგეგმილი იყო N740 და N764 კონსტიტუციური სარჩელების (საქართველოს მოქალაქეები გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არსებითი განხილვა, გადაიდო.

გადადების საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211-ე მუხლის მე-3 პუნქტი. კერძოდ კი აღნიშნული ნორმის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრის მიერ დაყენებული წერილობითი შუამდგომლობა N740 და N764 კონსტიტუციური სარჩელების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის განსახილველად გადაცემის მოთხოვნით.

აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, 7 დღის ვადაში.