სიახლეები
PACE-ს თანამომხსენებლები: საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელი არბიტრის როლი უნდა იყოს უზრუნველყოფილი
საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განზრახვას, რომ გადაუგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას, რათა კომისიამ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას მანამ, სანამ ეს კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება საქართველოს პარლამენტში.
“ეს გაფანტავს შიშებს, რომ როცა ეს შესწორებები შევა ძალაში, იგი არ შეუშლის ხელს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუკი მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ვენეციის კომისიას გაეგზავნება ეს შესწორებები, კომისიას შესაძლობელობა ექნება მისი მოსაზრება გამოაქვეყნოს ივნისის პლენარულ სესიაზე, რაც საშუალებას მისცემს პარლამენტს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონის საბოლოოდ მიღებამდე, ვიდრე მოქმედი პარლამენტი დაასრულებს სესიებს,” – აცხადებენ თანამომხსენებლები.
http://assembly.coe.int/nw/xml/News/News-View-EN.asp?newsid=6155&lang=2&cat=3