სიახლეები
USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის - “სამართლის უზენაესობის ხელშეწყობა - ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე“ პრეზენტაცია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის - “სამართლის უზენაესობის ხელშეწყობა - ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე“ პრეზენტაციაში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2022 წლის პირველ აპრილს გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: USAID/საქართველოს მისიის დირექტორი-პიტერ ვიბლერი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ვიცე-პრეზიდენტი - მარკ დიტრიხი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი, ასევე, სამართლის სფეროში მოღვაწე იურისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც. მან ყურადღება გაამახვილა პროგრამის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების გაძლიერების მიზნით.