სიახლეები

USAID-ის მისიის ხელმძღვანელის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

2022 წლის პირველ აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, პიტერ ვიბლერს, და მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა USAID-ის „სამართლის უზენაესობის პროგრამის“ შესახებ ისაუბრეს, რომლის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტულ პარტნიორს წარმოადგენს. პროგრამა, საკონსტიტუციო სასამართლოს საჭიროებების გათვალისწინებით, ითვალისწინებს რიგი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერების, მისი მუშაობის ეფექტურობისა და საკონსტიტუციო კონტროლის ხელმისაწვდომობის ამაღლების მიმართულებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის.