სიახლეები

ა.წ. 21 დეკემბერს 10:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა 691 -ე კონსტიტუციურ სარჩელზე

ა.წ. 21 დეკემბერს 10:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა 691 -ე (მოსარჩელე - ტარიელ ფოცხვერია; მოპასუხე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; დავის საგანი - „იმ მძიმე და განუკურნებელი დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის N01-6/ნ ბრძანების მეორე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები.) კონსტიტუციურ სარჩელზე.