სიახლეები

ა.წ. 19 დეკემებრს 10:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა 697-ე კონსტიტუციურ სარჩელზე

ა.წ.  19 დეკემებრს 10:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა  697-ე (მოსარჩელე -  საქართველოს სახალხო დამცველი;  მოპასუხე -  საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დავის საგანი  -  1.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები - „...ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგები...“; 2. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუქნტის „დ“ ქვეპუნქტი; 3. “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი; 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია“ სრულად; 5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244–№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის“ სათაური, პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და „ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის პირველი წინადაება, მე-2 მუხლი, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო სიტყვები - „...ან რომელსაც ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალება...“, 41        მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-6 მუხლის სათაურის სიტყვები - „ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე...“, მე-2 პუნქტის სიტყვები - „ნარკოტიკული სასუალების მოხმარების...“, მე-3 პუქნტის სიტყვები - „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების...“, მე-7 მუხლის პირველი პუნტის სიტყვების - „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების...“, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები და მე-9 მუხლის პირველი სიტყვები - „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის...“)    კონსტიტუციურ სარჩელზე.