სიახლეები

ა.წ. 31 მარტს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა N782,783-ე კონსტიტუციურ სარჩელებზე

ა.წ. 31 მარტს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა N782,783-ე (მოსარჩელე - დავით ზაქარაია, ხათუნა გადელია; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - საქართველოს პარლამენტის 24 თებერვლის 1995 წლის N662-IIს დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ (სრულად); ამავე დადგენილების დანართი-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბერში არჩეული დეპუტატთა სია; საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 25 დეკემბრის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ დადგენილების მესამე აბზაცი. საქართველოს პარლამენტის დადგენილება 1995 წლის 14 ივნისის N759-II „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ“ (სრულად)) კონსტიტუციურ სარჩელებზე.