სიახლეები
ა.წ 11 ნოემბერს 10:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N701, N722 და N725 კონსტიტუციური სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა.
ა.წ 11 ნოემბერს 10:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N701 (მოსარჩელე - ჯამბულ გვიანიძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), N722 (მოსარჩელე - დავით ხომერიკი; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართი #2 პუნქტი 73-ის სიტყვები: ,,10,“ ,,50“ ,,250“. სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები) და N725 (მოსარჩელე - ლაშა გაგიშვილი; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი) კონსტიტუციური სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა.