სიახლეები

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომას მიულმანი სტუმრობდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ უმასპინძლა.

მერაბ ტურავამ ტომას მიულმანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, რა დროსაც მხარეებმა, მათ შორის, ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების, მისი პრაქტიკისა და სამართალწარმოების ასპექტების შესახებ.

შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები.