სიახლეები

აშშ-ის ელჩის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ უმასპინძლა.

სამართლის სფეროში მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ელჩი დეგნანი დაინტერესდა საკონსტიტუციო კონტროლის სისტემით საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციითა და სამართალწარმოების პრაქტიკული ასპექტებით. მერაბ ტურავამ ელჩთან ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცედურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტების შესახებ.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.