სიახლეები

გიორგი პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შეხვდა

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს, ბორის სილევიჩსა და კირსტენ ლუნდგრენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის თემა საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებული მოვლენები იყო. მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან საუბარი შეეხო ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებსაც.