სიახლეები

გიორგი პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ევროკავშირის დედაქალაქში გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრები გამართა  ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირებთან.   შეხვედრები შედგა ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ფრანს ტიმერმანთან, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან, ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პაველ სლობოდასა და ჰაიდი ჰაუტალასთან,  ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუს ვოლსკისთან და პეტრას აუსტრევიციუსთან, ასევე ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ  დონალდ ტუსკის კაბინეტის წევრებთან. მხარეებმა განიხილეს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.