სიახლეები

გიორგი პაპუაშვილის ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლოს 25 წლისთავისადმი და სლოვენიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, რომელიც ქალაქ ბლედში ჩატარდა. კონფერენციის გახსნამდე მონაწილეებს სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა ბრდოს სასახლეში უმასპინძლა, სადაც გახსნითი სიტყვა ბორუტ პაჰორთან და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან, კოენ ლენარტსთან ერთად წარმოსთქვა გიორგი პაპუაშვილმა, როგორც საქართველოსა და ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარემ.

კონფერენციას ბლედში დაესწრნენ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.