სიახლეები

ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუციას კენჭი უყარა და განცხადება ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

რეზოლუციის 21-ე პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის   ფაქტებზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს შესაბამისი ზომები „მათ შორის გადადგას ადეკვატური ნაბიჯები სასამართლოს წევრებისა და მათი ოჯახების დასაცავად, ასევე სრულად გამოიძიოს განხორციელებული მუქარის ფაქტები და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს კანონდამრღვევები“ - აღნიშნულია ევროპარლამენტის  რეზოლუციაში.

 წყარო: http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?type=MOTION&reference=P8-RC-2016-0068&language=EN

ა.წ 20 იანვარს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ისაუბრა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.