სიახლეები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისია გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირების მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები არ გადაეგზავ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა საქართველოში ბორის სილევიჩმა (ლატვია, SOC) და კერსტინ ლუნდგრენმა (შვედეთი, ALDE) გამოთქვეს წუხილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ნაჩქარევად, საბოლოო მოსმენით მიღების შესახებ, რაც, მათი აზრით, ძირს უთხრის პროცესის გამჭვირვალობას.
განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მაისის პირველ კვირაში ვიზიტის დროს თანამომხსენებლებისთვის მიცემული დაპირების მიუხედავად, აღნიშნული ცვლილებები არ გადაეგზავნა ვენეციის კომისიას (ევროპის საბჭოს კონსტიტუციური სამართლის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს) მოსაზრებისთვის მას შემდგომ, რაც აღნიშნული ცვლილებები მეორე მოსმენით იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ.
წყარო: http://assembly.coe.int/nw/xml/News/News-View-EN.asp?newsid=6175&lang=2&cat=3