სიახლეები
ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში
2022 წლის 20_24 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების თანაშემწეები - ივა ხავთასი და თამარ კიკნაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ანკარაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.
კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „კონსტიტუციის განმარტება ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისას“. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის საკონსტიტუციო სასამართლოების წარმომადგენლები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აპარატის თანამშრომლები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლების მოხსენება ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ორ გადაწყვეტილებას შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპისა და სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითი მოდელის გამიჯვნაზე, აგრეთვე, სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ მხარეთათვის შეკითხვის დასმის უფლებაზე.