სიახლეები
ზაზა თავაძე ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. ზაზა თავაძე ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანის მიწვევით კიშინიოვის საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდგომ ბრიუსელში გაემგზავრა. სამუშაო შეხვედრა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის კონფერენციის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ერთმანეთს კონფერენციის მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს. ზაზა თავაძემ, როგორც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარემ, პირადად მოიწვია ფრანს ტიმერმანი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმში უმასპინძლებს.