სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულის ვიზიტი
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ადნან ალთაი ალტინორსს უმასპინძლა.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ორ ქვეყანას შორის სასამართლო და სამართლებრივი ინსტიტუტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის არსებობს მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა, რაც ორმხრივი ვიზიტებით, გამოცდილების გაზიარებით და საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე დიალოგის მხარდაჭერით გამოიხატება.
მხარეებმა ასევე, განიხილეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტებს, რაც მიზნად ისახავს ინსტიტუციური კავშირების განმტკიცებას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სამართლებრივი დიალოგის გაღრმავებას.