სიახლეები
იან კელი და იანუშ ჰერმანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოში ამერიკის და ევროკავშირის ელჩები სტუმრობდნენ. იან კელი და იანუშ ჰერმანი გიორგი პაპუაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე ამ პროცესში.
„ბათუმში სტუმრობისას ყოველთვის ვსტუმრობ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ბატონ პაპუაშვილს ვხვდები. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განვითარებას და ამ ნაწილში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია პროფესიონალური და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, რომელიც იქნება თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლისგან“ - აღნიშნა იან კელიმ.
იანუშ ჰერმანის თქმით კი საკონსტიტუციო სასამართლო ქართული დემოკრატიის სიმბოლოა და ევროკავშირი მხარს უჭერს კანონის უზენაესობას. მისი თქმით, პროგრესი, რომელმაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია, საკონსტიტუციო სასამართლოს დამსახურებაცაა.