სიახლეები

21 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა

ა.წ. 21 ივლისს 13:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „გრიგოლ სანდუხაძე პარლამენტის წინააღმდეგ“ (729) გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი.