სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საკონსტიტუციო სასამართლოში

22-24 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს მასპინძლობს. სტუდენტები კონკურსის წესით შეირჩნენ, მათ ესსეები წამოადგინეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, საუკეთესო ნამუშევრების ავტორები კი მოსამართლეებს შეხვდნენ. ოფიციალური მიღების შემდეგ გიორგი პაპუაშვილი სტუდენტებს „საკონსტიტუციო კონტროლზე საქართველოში, მის განვითარებასა და გამოწვევებზე ესაუბრა. ლექცია წაიკითხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე ვარძელაშვილმა და სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები დაესწრნენ განმწესრიგებელ სხდომას საქმეზე „ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის პროექტის „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“ ფინანსური დახმარებით.