სიახლეები
ინფორმაცია N679, 720/721-ე გაერთიანებულ სარჩელებზე
2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა პირველი კოლეგიის წევრის, მერაბ ტურავას შუამდგომლობა და საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიიღო N679 სარჩელი („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), 720/721-ე გაერთიანებული სარჩელი („შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და 740/764-ე გაერთიანებული სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
საოქმო ჩანაწერს თან ახლავს მოსამართლეების - გიორგი პაპუაშვილის, ქეთევან ერემაძის, მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის განსხვავებული აზრები.
N679 სარჩელი („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არსებითად განიხილება დღეს, 2016 წლის 16 ივნისს, ხოლო 720/721-ე გაერთიანებული სარჩელი განიხილება 17 ივნისს.