სიახლეები

იტალიის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობა ხელს უწყობს კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და სამართლებრივი დიალოგის გაღრმავებას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც მიზნად ისახავს ორ სასამართლოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.