სიახლეები
მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის მოსამზადებელ შეხვედრაში
2022 წლის 25 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის XIX კონგრესისთვის მოსამზადებელ თავმჯდომარეთა ონლაინ შეხვედრაში, რომელსაც უძღვებოდა მოლდოვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი დომნიკა მანოლე.
თავმჯდომარეთა შეხვედრაზე განიხილეს XIX კონგრესის თარიღი და თემა, კითხვარის შემუშავების და ეროვნული ანგარიშების წარდგენის საკითხები. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის ერთობლივ ქმედებაზე კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში (WCCJ).