სიახლეები
მოსამართლე ევა გოცირიძის ვიზიტი სტრასბურგში
26 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიწვევით, იმყოფებოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. სტრასბურგში, სადაც მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.
აღნიშნული ღონისძიებები მოიცავდა სემინარს თემაზე: „სუბსიდიარულობის პრინციპის გადააზრება გაზიარებული პასუხისმგებლობის ეპოქაში“ (Revisiting subsidiarity in the age of shared responsibility) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საზეიმო სხდომას.
ღონისძიებას დაესწრნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა თავმჯდომარეები და მოსამართლეები, ასევე, სხვა რელევანტური საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში მოსამართლე ევა გოცირიძემ გამართა საქმიანი შეხვედრები როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ასევე ეროვნული სასამართლოებისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან.