სიახლეები
მოსამართლე ევა გოცირიძის ვიზიტი სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე, მიმდინარე წლის 29 -31 იანვარს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში იმყოფებოდა და მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.
ვიზიტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიწვევით განხორციელდა და ევა გოცირიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საზეიმო სხდომას დაესწრო, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე მათიას გიომარი და გერმანიის ფედერალული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შტეფან ჰარბართი. ევა გოცირიძემ მონაწილეობა მიიღო სემინარსა და დისკუსიაში, რომლის თემას: „მედია პლურალიზმი და დემოკრატიული პროცესის დაცვა გამოწვევებით სავსე დროში“ წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში ევა გოცირიძემ შეხვედრა გამართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიასთან.