სიახლეები

მრგვალი მაგიდა წარმატებული სამართალწარმოების მაგალითებზე

2022 წლის 25 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებას, მათი შინაარსისა და შედეგების განხილვას დაეთმო. ღონისძიება ორგანიზაცია ,,სამოქალაქო იდეას” პროექტის ფარგლებში შედგა.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ვიდეოკლიპის მომზადება, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, როგორც სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტების, ასევე, ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ.