სიახლეები

პროფესორ არკადიუშ ვუდარსკის ვიზიტი

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი არკადიუშ ვუდარსკი ეწვია და სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს გააცნო შედარებითსამართლებრივი კვლევის შედეგები თემაზე: ,,სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრაქტიკა და სახელმწიფოს არასაკმარისი ჩარევა საოჯახო ურთიერთობებში”.

პრეზენტაციის დასასრულს, პროფესორ ვუდარსკისთან შეხვედრა გამართა და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

პროფესორი არკადიუშ ვუდარსკი ქართულ-პოლონური იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტია. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს აკადემიური თავისუფლებისა და ეთიკის პრინციპების დაცვით ქართული და პოლონური სამართლის დაახლოება და ორი ქვეყნის სამართალმცოდნეობისა და მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა.