სიახლეები
საზაფხულო სკოლა - „ადამიანის უფლებათა დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ - გახსნის ცერემონია
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლის - „ადამიანის უფლებათა დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ - გახსნის ცერემონიაში. ღონისძიება ბათუმში, სასტუმროში ,,ჰილტონი" გაიმართა.
სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა რევაზ ხოფერიამ.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების არსი და მნიშვნელობა; სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის საქმეთა შერჩევა და სარჩელის მომზადება; საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში; კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა; სახალხო დამცველის აპარატის როლი სტრატეგიულ სამართალწარმოებაში; სასამართლო მეგობრის ინსტიტუტი და მისი როლი სტრატეგიული სამართალწარმოების პროცესში. სკოლის ფარგლებში გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი. საზაფხულო სკოლა 9 სექტემბერს დასრულდება.
საზაფხულო სკოლა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წელს მეექვსედ გაიმართება, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG).