სიახლეები
საზაფხულო სკოლა „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკაში" დაიხურა
დღეს, 13 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიხურა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის საზაფხულო სკოლა „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკაში".
სკოლის მსმენელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშმა მისალიცი სიტყვით მიმართა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა ლექციებს მოისმინეს შემდეგ თემებზე: რელიგიის თავისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით; რელიგიური ასოციაციები და სეკულარიზმისა და სეკულარობის ცვალებადი ცნებები ევროპის სახელმწიფოებსა და საზოგადოებაში და სხვ.
საზაფხულო სკოლის ლექციებს უძღვებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტები და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე, ვოშბერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ბილ რიჩი. საზაფხულო სკოლის მსმენელებმა იმიტირებული სასამართლო პროცესები გამართეს.
"საზაფხულო სკოლა ჩატარდა აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში"(USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში. სკოლა, ასევე, მხარდაჭერილი იყო GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის მიერ.