სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება N854 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, სასამართლოს ვებ გვერდზე აიტვირთა N854 კონსტიტუციური სარჩელის საოქმო ჩანაწერის არასწორი ვერსია, რის  გამოც სასამართლო თავიდან აქვეყნებს N1/6/854 „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“ საოქმო ჩანაწერის ელექტრონულ ვერსიას.