სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკუ გუნდის წარმომადგენლბის მხრიდან უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამრთლეებზე განხორცილებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღოსაკნსტიტუციო სასამართლოს 20 წლიან ისტორიაში ეს არის სასამართლოზე ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევა. პოლიტიკური ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეწევიან საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას. ხელისუფლების წარმომდგენლების მხრიდან საგანგებოდ ხდება სწორედ იმ მოსამართლეების დისკრედიტირებამათი დაშინებარომლბმაც ხმამაღლა ისაუბრეს სასამართლოზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტებზე.

 კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებები ემყარება გადაუმოწმებელ ფაქტებს, განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების კანონისა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცოდნის ნაკლებობით.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, გაცნობოდნენ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პლენუმის მიერ მსგავსი ხასიათი საორგანიზაცი შეხვედრა რამდენჯერმე ჩატარდა.  გაუგებარია, თუ რატომ მიაჩნიათ პოლიტიკურ ლიდერებსრომ  სწორედ ამ შეხვერაზე უნდა მომხდარიყო რაიმე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული სხდომის გადადების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პირადად წერილობით აცნობა პლენუმის ყველა წევრს. გარდა ამისა, მოსამართლეებს დაურიგდათ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული მასალები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან.