სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი გერმანიაში
2022 წლის 7 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქ. კარლსრუეში, ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მერაბ ტურავამ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შტეფან ჰარბარტთან.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი, ასევე, შეეხო კონსტიტუციური კონტროლისა და სამართალწარმოების აქტუალურ საკითხებსა და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკას.
ამასთანავე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ შეხვედრები გამართა მაქს პლანკის შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში. შეხვედრების განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით.