სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გერმანიის გაერთიანების სახელმწიფო დღესასწაულის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

3 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, პეტერ ფიშერის მიწვევით, გერმანიის გაერთიანების სახელმწიფო დღესასწაულის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ქ. თბილისი მერმა, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. 

3 ოქტომბერი აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების დღედ 1990 წელს გამოცხადდა. გერმანიის გაერთიანებას წინ უძღოდა ბერლინის კედლის ნგრევა, რასაც მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად, საფუძველი 1989 წლის 9 ნოემბერს ჩაეყარა.