სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი რუმინეთში

2023 წლის 27-28 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, . ბუქარესტრში, მონაწილეობა მიიღო რუმინეთის 1923 წლის კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

რუმინეთის სენატში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ: რუმინეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატთა პალატის და სენატის თავმჯდომარეები, საკონსტიტუციო და საკასაციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ასევე ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები, ასევე რუმინეთის საჯარო სფეროს, აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.