სიახლეები

სასამართლოს თავმჯდომარემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს უმასპინძლა.

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ჭახანს უმასპინძლა.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს როლს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცების პროცესში, და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაცის ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივა, კერძოდ, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობა ადვოკატთა ასოციაციის მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში.