სიახლეები

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო კონფერენციას გამართავს

1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია - დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ისტორიულ-პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგებიან:

· მალხაზ მაცაბერიძე, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

მოხსენება: „საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შემუშავება და მიღება“;

· ბექა ქანთარია, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

მოხსენება: „პირველი კონსტიტუცია - საქართველოს ევროპული მონაპოვარი“;

· დიმიტრი გეგენავა, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

მოხსენება: „საკონსტიტუციო ნორმაშემოქმედება და პოლიტიკური კულტურა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“.

კონფერენციას მოდერაციას გაუწევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პროფესორი მერაბ ტურავა.

ღონისძიება გაიმართება დისტანციურად და გადაიცემა 22 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხზე.