სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს
დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია ბატონი ზაზა თავაძე. მას პლენუმის 5 წევრმა დაუჭირა მხარი.